გერმანია




გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რე
სპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში.ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთით — პოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთით — ავსტრია დაშვეიცარია, ხოლო დასავლეთით — საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია. წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.გერმანიის კულტურა ჩამოყალიბდა უმთავრესად ინტელექტუალური და პოპულარული დინებებით ევროპაში. ისტორიულად, გერმანიას უწოდებდნენ პოეტებისა და მოაზროვნეების მიწას. ფედერაციული სახელმწიფო განაგებს კულტურულ ინსტიტუტებს. გერმანიაში არის 240 თეატრი, ასობით სიმფონიური ორკესტრი, ათასობით მუზეუმი და 250 000-ზე მეტი ბიბლიოთეკა. აღნიშნულ კულტურულ ობიექტებს უამრავი მნახველი ჰყავს. მაგალითად, გერმანულ მუზეუმებს ყოველწლიურად 91 მილიონი ადამიანი სტუმრობს[საჭიროებს წყაროს მითითებას], 20 მილიონი ადამიანი დადის თეატრებსა და ოპერებში, 3,6 მილიონი უსმენს სიმფონიურ ორკესტრას. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულია გერმანიის 36 ძეგლი.
No comments:
Post a Comment